სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორია

Published on 28 February 2023 at 19:09

კ რ  ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი

კატეგორია აქტივები (ღირებულება) შემოსავალი დასაქმებული (რაოდენობა)
I - სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება
II - სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება
III - სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება
IV - სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება

სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი წარმოადგენენ მესამე, მეორე ან პირველი კატეგორიის საწარმოებს.

 

აქტივების ჯამური ღირებულება  - საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ყველა რესურსი, რომელსაც სუბიექტი აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რის საფუძველზეც სუბიექტი მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას. (ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახული აქტივების ჯამური ღირებულება (ყველა აქტივის ჯამი)

 

შემოსავალი - სუბიექტის მიერ საანგარიშგებო პერიოდში მიღებული ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად , საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია.

 

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა - სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთასაშუალო რაოდენობა გამოიანგარიშება თითოეული თვის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის ჯამის შეფარდებით შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის თვეების რაოდენობაზე.