სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

Published on 1 March 2023 at 19:52

დაბალი ბრუნვის მქონე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით, შემოღებულია რამოდენიმე სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი -  მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობისთვის აუცილებელია შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე სერთიფიკატის მიღება, რომელსაც განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გასცემს შემოსავლების სამსახური.

მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელიც: ფიქსირებული ბიზნესის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც: მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც:
არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას; არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული; არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.
მოსალოდნელია, რომ მისაღები ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა; ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას
არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული; არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.
არ ეწევა საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულ საქმიანობას.

შენიშვნა:

 ფიზიკური პირი - საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი.

მეწარმე ფიზიკური პირი - მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

პირი - ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

? შეღავათი და ვალდებულებები მიკრო ბიზნესი ფიქსირებული მცირე ბიზნესი
დაბეგვრა არ იხდის საშემოსავლო გადასახადს საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს − დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში. დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით; დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში > 500 000 ლარზე.
მიმდინარე გადასახდელები არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს
დეკლალირება წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას არ წარადგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას. წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას
სალარო აპარატი თავისუფლდება  სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება  სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან არ თავისუფლდება სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან
ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა არ არის ვალდებული აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა ვალდებულია აწარმოოს ხარჯის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალი, ამასთან, საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.*
სხვა შეღავათი/ვალდებულება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება. არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში ვალდებულია გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი; დაქირავებული პირებისთვის კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე ხელფასი არ იბეგრება.*