შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მიხედვით, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი თანამშრომელი დაარეგისტრიროს შრომითი მიგრაციის მართვის ელექტრონული სისტემაში.

აღსანიშნავია, რომ ბინადრობის მოთხოვნის დროს, საჭიროა პირმა წარადგინოს შრომითი მიგრაციის მართვის ელ. სისტემაში რეგისტრაციის შემდგომ მინიჭებული უნიკალური ნომერი

რეგისტრაციის გავლა

რომითი მიგრაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია ორგანიზაციის იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების მომხმარებლისა და პაროლის საშუალებით (RS ავტორიზაცია).
ორგანიზაციამ RS ავტორიზაცია უნდა გაიაროს ძირითადი მომხმარებლის (ორგანიზაცია) მონაცემებით და არა ქვე-მომხმარებლის.

დასაქმებული იმიგრანტის ზოგადი მონაცემები

იმიგრაციის ანგარიშების შევსებისთვის საჭიროა დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

- პირადი მონაცემები (პასპორტი);

- შრომითი ხელშეკრულება;

- პროფესია და გამოცდილება;

- საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა).

ანგარიშგების გადაგზავნა

გაგზავნის შემდეგ რედაქტირება შესაძლებელი აღარ არის შესაძლებელი. შეცდომით შეყვანილი მონაცემების გასასწორებლად საჭიროა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ოფიციალური წერილით მიმართვა.