სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს.

ანგარიშგების წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  სამსახური გამოიყენებს სანქციის ზომებს - წერილობით გაფრთხილებას ან/და ფულად ჯარიმას. ჯარიმის ოდენობა შეადგენს: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის – 500 ლარი; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსთვის – 1 000 ლარი; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსთვის – 5 000 ლარი; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსა და სდპ-ისათვის 10 000 ლარი.  ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტირებული ანგარიშგების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას.“